ჰოლანდიელმა ქალმა საკუთარი ქალიშვილი „ისლამური სახელმწიფოსგან“ იხსნა

ჰოლანდიელმა ქალმა სირიაში საკუთარი ქალიშვილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ იხსნა. როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, გოგონა ცოლად „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტს, თურქული წარმოშობის ჰოლანდიელს ომარ იილმაზს გაჰყვა. ცოტა ხნის წინ კი გოგონამ დედას შეტყობინება გაუგზავნა და დახმარებას სთხოვდა, რადგან საფრთხეში იყო.
შვილის საპოვნელად გოგონას დედა მონიკი ჯერ კიდევ ოქტომბერში თურქეთში გაემგზავრა, თუმცა იქიდან მან სირიის საზღვარი ვერ გადაკვეთა. მანამდე მონიკმა ჰოლანდიური ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი შვილი აიშა საგრძნობლად შეიცვალა, სიცოცხლით აღსავსე მოზარდისგან ის რადიკალურ მუსლიმად იქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, აიშა ომარ იილმაზს სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებოდა და საბოლოოდ შეუყვარდა ჯიჰადისტი. „ის ომარს რობინ ჰუდს ადარებდა“, – თქვა გოგონას დედამ.
ცნობილია, რომ სამართალდამცავები გოგონას დედას სირიაში გამგზავრებას უშლიდნენ, რადგან ეს უსაფრთხო არ იყო. მათ მონიკს პასპორტიც წაართვეს, თუმცა ქალმა თურქეთამდე პირადობის მოწმობით მიაღწია. ქალმა ქალიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითად ადმინისტრაციულ ცენტრში – რაკაში იპოვა და თურქეთში წაიყვანა.
თავად ჯიჰადისტმა ომარ იილმაზმა „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლანდიელი ქალი ცოლად მოიყვანა მას შემდეგ, რაც სხვა „ბოევიკი“, რომელსაც გოგონა ასევე ცოლად მიჰყვებოდა, დაიღუპა. იილმაზის თქმით, ის და აიშა გაყრილები იყვნენ.
„ჩემი ყოფილი ცოლი, რომელიც მე, სავარაუდოდ, მოვკალი, მივატოვე, გამოვიყენე, გავაუპატიურე და ჩემს ტუნისელ ძმას მივყიდე, ახლა თურქეთში იმყოფება“, – დაწერა მან ტვიტერზე.

10808028_871159842924255_1578842113_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები