მსოფლიო ბანკი საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს
მსოფლიო ბანკში საქართველოში გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი ესწრებოდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ბანკი საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს, რომლის შედეგადაც მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსადაცვითი ანალიზის ანგარიში მომზადდება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის წინასწარი შეფასება და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. ასევე, გარემოსდავითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დოკუმენტის მიზანი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა.