ბათუმში დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნება

21 ნოემბერს ბათუმში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა გაიხსნება.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების (სსრკ) არსებობა 26 დეკემბერს, 1991 წელს დეკლარაციის საფუძველზე შეწყდა. შემდგომში ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). აგვისტოდან დეკემბრამდე, 15 -დან 13 რესპუბლიკა გამოეყო კავშირს. კვირით ადრე კავშირის ფორმალურ დაშლმდე, 11 რესპუბლიკამ, ყველამ გარდა ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოსი, ალმა-ატაში ხელი მოაწერეს ოქმს დსთ-ს დაფუძნებისა და საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლა აღინიშნა ასევე, როგორც „ცივი ომის“ ეპოქის დასრულებად.
2013… საქართველოს ახალი თაობა. პირველი თაობა, რომელიც დაიბადა საბჭოთა ეპოქის დასასრულს და იზრდება დამოუკიდებელ საქართველოში. თაობა, რომელიც დგას ორი საუკუნის გზაჯვარედინზე, რომელიც ებრძვის შეზღუდულ გარემოს. ეს არის თაობა, რომელიც ეძებს ნამდვილ თავისუფლებას. ის საკუთარ სივრცეში ყვება პირად ისტორიებს და ოცნებებს… დინა ოგანოვა (Dina Oganova) არის თავისუფალი ფოტოგრაფი. იგი მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში და არის რამდენიმე ფილმის ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში, შვედეთში, თურქეთსა და ბანგლადეშში. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, „ერთად ცხოვრება“, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ ( 2009), ProArt ფოტოგრაფია – დაფინანსებული პროკრედიტ ბანკის მიერ (2011) და ფოტოკონკურს „ქოლგის“ ყველა გამოცემაში 2007 წლიდან.
2009 წელს დინა ოგანოვამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ეკონომიკის განხრით. 2006 წელს დაამთავრა იური მეჩითოვის ფოტო სტუდია თბილისში. 2012 წელს დაესწრო ვორქშოპს Ecosign /დიზაინის აკადემია კიოლნში. დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით Qolga – 2011 და 2010 წელს ქალის საუკეთესო პორტრეტის ნომინაციაში Black And White Mood.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები