შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ზაზა ჯ. ქუთაისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=flZSy8ja0_Q” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები