სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს (ვიდეო)

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6212 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 106 ხელყუმბარა, 9 ცალი გადაჭრილი თოფი, 39 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 6212 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 106 ხელყუმბარა, 9 ცალი გადაჭრილი თოფი, 39 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 125 სხვადასხვა ტიპის დეტონატორი, 13 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მჭიდი, 28 საკვამლე კოჭა, 66 მსხვილკალიბრიანი საზენიტო იარაღის ჭურვი, 5 კარაბინი, 200 გრამი ტროტილი, 1 ბერეტას სისტემის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული იარაღი და 3 ნაღმმტყორცნი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=96rvlfbebTE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები