ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი თემები საინვესტიციო პოტენციალი და ენერგეტიკული სფეროს განვითარების პერსპექტივები იყო.
უცხოური კომპანიები: Pegasus East West, CEFC, SINOHYDRO Euro-Asia საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესდნენ.
კომპანიების წარმომადგენლებმა უშუალოდ საქართველოს მთავრობის მეთაურისგან მოისმინეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები– ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები