ნიკოლოზ მჟავანაძე: არაა გამორიცხული, „ნაციონალებს“ კვლავაც დაშინებული და დაშანტაჟებული ჰყავდეთ მედიასაშუალებები

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალებს“ კვლავაც დაშინებული და დაშანტაჟებული ჰყავდეთ რამდენიმე მედიასაშუალება.
მჟავანაძე გაკვირვებულია საზოგადოების, მედიის და პოლიტიკური სპექტრის იმ არაადეკვატური რეაქციით, რომელიც მათ „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ „იმედის“ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის დამასდასტურებელი აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
მისივე თქმით, ჩვენ ვიხილეთ მედიაში მშრალი ნიუსის სახით გავრცელებული ინფორმაცია და მომხდარი ფაქტის ყოველგვარი განხილვისა და შეფასების გარეშე დატოვება. რაც ყველაზე გასაკვირია, არავითარი განცხადება თავად ტელკომპანია ,,იმედისგან’’ ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
,,ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ რეაგირება მხოლოდ დიდი ხნის შემდგომ გააკეთოს. მოვითხოვთ, დაიწყოს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. პირველ რიგში, დადგინდეს ავთენტურობა აუდიოჩანაწერში არსებული ხმებისა და ჩატარდეს ფონოსკოპიური ექსპერტიზა, დაიკითხოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. გამოვლინდეს ხომ რა ჰქონდა ადგილი სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ეს აუცილებელია, რომ მომავალში არასდროს არავინ გაბედოს ჟურნალისტების მიმართ ამგვარი პოლიტიკის წარმოება. გავრცელებულ აუდიოჩანაწერში იკვეთება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც და ვფიქრობთ, ეს საქმე რეზონანსულებით ციხის ცნობილ კადრებზე ნაკლები ეფექტის შემცველი არ იქნება საზოგადოებისათვის. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, „რუსთავი 2“-სა და „იმედშიც“ შევიდნენ საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, „ნაციონალებს“ კვლავაც დაშინებული და დაშანტაჟებული ჰყავდეთ მედიასაშუალებები. ისევე, როგორც ამას ადგილი 2007-2009 წლებში ჰქონდა. „უფლებადამცველთა გაერთიანება“ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, მყისიერი რეაქცია მოახდინოს რეპორტიორის შეტანილ განცხადებაზე’’,- განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები