გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მასზე, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს განიხილავენ. საარჩევნო ადმინიტრაციის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. პრეზიდენტის კვოტით ცესკოში სულ 5 წევრია. საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით შესულ ერთ კანდიდატს ვადა დეკემბერში, ორს კი იანვარში ეწურება. მომავალი წლის ზაფხულში უნდა შეიცვალოს ცესკოს მდივანი და ყველაზე სტაჟიანი წევრი გიზო მჭედლიშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2005 წლიდან მუშაობს.
არასამთავრობოების რეკომენდაციით შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. დაეთანხმება თუ არა ამჯერად უმრავლესობა პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს დაიწუნებს, მაშინ დეპუტატებს კონკურსში მონაწილე სხვა პირები წარედგინებათ. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელების უფლებას კანონი მხოლოდ ორჯერ იძლევა. თუკი კანდიდატურის დამტკიცება პარლამენტში ვერ ხერხდება, ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი ახალ კონკურსს აცხადებს. ახლად დაკომპლექტებულმა ცესკომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები