ვლადიმერ პუტინი: ამერიკას ჩვენი დამცირება კი არა, დამორჩილება სურს (ვიდეო)

ამერიკას ჩვენი დამცირება კი არა, დამორჩილება სურს, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა, რომელზეც გამოითქვა აზრი, რომ ამერიკა რუსეთის დამცირებას ცდილობს.
„აშშ-ს სურს ჩვენ ხარჯზე თავიანთი პრობლემების გადაჭრა. სურთ თავიანთ გავლენას დაგვიმორჩილონ. რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე ეს არავის გამოსვლია და არ გამოუვა. რაც მათ გამოსდით, ესაა მოკავშირეების თავინათი გავლენის ქვეშ დამორჩილება. ეს გამოსდით, რადგან ზოგიერთი მათი სატელიტი გაუგებარი მიზეზებით და გაუგებარი პერსპექტივებით საკუთარი ნაციონალური ინტერესების დაკარგვის ხარჯზე ცდილობს სხვისი ნაციონალური ინტერესების დაცვას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის მაცხოვრებლები რუსეთან ნახევარკუნძულის მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის გამო გმირობას იმსახურებენ.
ფორუმზე დასავლური სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის განვითარების საკითხებზე მსჯელობდნენ. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უარყო ავსტრალიაში მის მიმართ პოლიტიკოსების და მოქალაქეების უარყოფითი დამოკიდებულება. პუტინის თქმით, ავსტრალიელი მოქალაქეების თბილი დამოკიდებულებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PVhHPVNuFu0&list” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები