„ჩვენ გავხდებით საერთო – ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი“

  საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ჩვენ გავხდებით საერთო ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. როგორც ფანჯიკიძემ ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, შეხვედრა ძალიან საინტერსო იყო. ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საკითხები იქნა განხილული. “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს. ეს მისი პირველი სამუშაო ვიზიტია საქართველოში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როდესაც ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ამასთან, ევროკომისრის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, განვიხილეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საკითხები. ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მზაობა, დროულად შევასრულოთ ვილნიუსის სამიტზე დასახული მიზნები. ჩვენი მიზანი კი არის, რომ რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას ხელი. დღეს ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, ვინაიდან ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება ენერგეტიკული სივრცის საერთო ევროპული ნაწილი. ჩვენ მზად ვართ, გავააქტიუროთ ჩვენი დიპლომატია ამ მიმართულებით”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები