“ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ბოლო ვიზიტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“

 

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის ბრიუსელში გამართული ორდღიანი ვიზიტი შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ბოლო ვიზიტით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ როგორც ქვეყნის ევროპული, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
რაც შეეხება ბრიუსელში გაჟღერებულ ინფორმაციას, ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებით, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის იმ პაკეტით გათვალისწინებული პროექტი, რომელიც საქართველომ უელსში მიიღო.
“ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ბუნებრივია, ჩვენ ამის სერიზულ მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები