საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პოლიტიკური მნიშვნელობა. მხარეებმა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შედეგები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები