ნატო მოსკოვს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს უკრაინიდან ჯარების დაუყონებლივი გაყვანისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედროების და ტექნიკის რაოდენობის გაზრდაა შემჩნეული.
„ჯარების კონცენტრაციას ჩვენ ასევე საზღვრის რუსეთის მხარეზე აღვნიშნავთ. ეს ჯარების სერიოზული კონცენტრაციაა და ჩვენ რუსეთს საკუთარი ჯარების გაყვანისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები