გიორგი მარგველაშვილი ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ანწუხელიძის დედის, ქალბატონ ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად პატივს მივაგებ ქართველი დედის ნათელ ხსოვნას, ვინც ღირსების, ქვეყნის სიყვარულისა და მისთვისვე თავგანწირვის ფასეულობებზე ჩვენი დროის გმირი აღუზარდა სამშობლოს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მწუხარების წერილში.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის ასაკში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვმი.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები