ფეისბუქის ყველაზე მსხვილი შენაძენი
ფეისბუქმა 19 თებერვალს 19 მილიარდ დოლარად შეფასებული შეტყობინებების აპლიკაციის – “WhatsApp”-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა, – იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“. ეს სოციალური ქსელის ყველაზე მსხვილი შენაძენია. 2012 წლის ბოლოს ფეისბუქი დაინტერესდა შეტყობინებების აპლიკაციით და მისი შეძენით. „WhatsApp“ -ი მობილური შეტყობინებების აპლიკაციებს შორის ყველაზე პოპულარულია. მისი საშუალებით მომხმარებლები ინტერნეტით უფასოდ გაგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს.
კომპანია აცხადებს, რომ იგი ყოველდღიურად 1 მილიონ ახალ მომხმარებელს არეგისტრირებს.