მაია ფანჯიკიძე გიუნტერ ოტინგერს შეხვდა
ევროკომისარის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობას,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, გიუნტერ ოტინგერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზნია ევროპის ენეგრეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრინების თაობაზე მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნა.
„მივესალმებით ამ ფაქტს, რაც კიდევე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ვეროული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ გავააქტიუროდ ჩვენი ენერგეტიკული დიპლომატია ამ მიმართულებით. ენერგეტიკა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია“,-განაცხადა მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგოკომისართან გამართული ერთობრივი პრესკონფერენციის დროს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის პრიორიტეტები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დროულად შეასრულოს ვილნიუსის სამიტზე დასახული მიზნები და ხელი მოწეროს ასოცირების შეთანხმებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში.
20-21 თებერვალს, საქართველოს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრი გიუნტერ ოტინგერი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენერგეტიკის მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
დღესვე ევროკომისარი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნიან გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს. ოტინგერის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი ეწვია.