ნინო ბურჯანაძე: კვიციანზე უფრო უარესი გააკეთა წინა ხელისუფლებამ 2008 წელს!

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის ემზარ კვიციანის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი მოულოდნელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ემზარ კვიციანისთვის 12- წლიანი სასჯელი ბევრ კითხვებს ბადებს, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს.
„მინდა გითხრათ, რომ ემზარ კვიციანისთვის 12- წლიანი განაჩენი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თავისთავად ის ფაქტი, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კოდორის მოვლენებშიც მიუძღვის წილი, 5 და 6 წელი აქვს მისჯილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მთელ მსოფლიოში დადის, მორალს გვიკითხავს და არავინ არ თხოვს მას პასუხს კოდორის ხეობის ჩაბარებისთვის, ამ ფონზე ემზარ კვიციანის 12- წლიანი სასჯელი, რა თქმა უნდა, იწვევს კითხვის ნიშნებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ნამდვილად უნდა გადაიხედოს და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ კვიციანზე ათასგზის უფრო მეტი დამნაშავეები აღმოჩნდებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში, რასაც უდაოდ წამოეგო ემზარ კვიციანი, რაც მე არ გამიმართლებია, ამავდროულად, უფრო უარესი გააკეთა წინა ხელისუფლებამ 2008 წელს, როდესაც უბრძოლველად, დანაშაულებრივად ჩააბარა ბუნებრივად აუღებელი ციხე-სიმაგრე – კოდორის ხეობა. იმედი არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები გასაცემია“, – წერს ნინო ბურჯანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები