აპატურაი: ჯანელიძეს აქვს მკაფიო წარმოდგენა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ

მინდია ჯანელიძეს აქვს მკაფიო წარმოდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან შეხვედრას აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. “ახლახანს მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯანელიძესთან. მას აქვს მკაფიო წარმოდგენა სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ, მთავარი ფოკუსით – დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაძლიერებული პაკეტის განხორციელებით. მას ესმის თავისი პოზიციის დეტალები და სტრატეგია. ასევე, მოხარული ვარ იმით, რომ მისმა წინამორბედმა, ირაკლი ალასანიამ მას კარგად გადააბარა საქმიანობა. მთლიანობაში, ჩემი აზრით, დასაწყისი დამაიმედებელია”, – წერს აპატურაი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები