გიგა ბოკერიამ მის ოჯახში მისულ აღმწერებს ეროვნებისა და აღმსარებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე არ უპასუხა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საყოველთაო აღწერის ფარგლებში მის ოჯახში მისულ აღმწერებს ეროვნებისა და აღმსარებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცა. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე “ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“მოვიდნენ გუშინ აღმწერები – მისდა უნებურად, გიგა შეხვდა. ოჯახის უფროსი არ უკითხავთ. ეროვნების (?! – ანუ ეთნიკური წარმომავლობის) და აღმსარებლობის შესახებ კითხვას არ უპასუხა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები