პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება

პარლამენტი ნდობის ჯგუფი სხდომას 19 ნოემბერს, 15.00 საათზე გამართავს. როგორც ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, სხდომაზე განხილული იქნება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები.
მისვე თქმით, გარდა ამისა, განხილვის საგანი იქნება თავდაცვის სამინისტროსა და “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე ცნობით, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება დეკემბერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები