კახა ბენდუქიძეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოასვენებენ
ყოფილ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოასვენებენ, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. “ორშაბათს ტარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ გახდება ყველა დეტალი ცნობილი”, – განაცხადა ლეჟავამ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 14 ნოემბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბენდუქიძეს გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით, კი ინგლისში გადაიყვანეს. ის სწორედ ლონდონში გარდაიცვალა. კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში გადმოასვენებენ. .