ისნის რაიონის გამგებელის ყოფილი მოადგილე დაკითხვაზე იმყოფება

   ისნის რაიონის პოლიციის სამმართველოში ისნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ბესიკ დონაძე დაკითხვაზე იმყოფება. დონაძე, სავარაუდოდ, მის მიერ ოქტომბერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იკითხება. დონაძის ადვოკატის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით, რაც შრომის კანონმდებლობის დარღვევას, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნას, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 2 წლამდე ან უამისოდ.
შეგახსენებთ, რომ დონაძემ ისნის რაიონის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თანამდებობის დატოვების მიზნით მასზე წეზოლაში დაადანაშაულა. აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად კი მან გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, რომელშიც ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილიც ფიგურირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები