“როგორც მე ვიცი აქციაზე გაზი არავის გაუშვია, არავის დაურბევია“

  “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული მიმართვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეაფასა. პაატა ზაქარეიშვილი ბედნიერია იმით, რომ საქართველო არის სახელმწიფო, სადაც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ შეუძლია ჩაერთოს უცხოეთიდან და მიმართოს თავის მომხრეებს. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას არავინ უკრძალავს.
“როგორც მე ვიცი აქციაზე გაზი არავის გაუშვია, არავის დაურბევია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ იმ სახელმწიფოში ვართ, სადაც ოპოზიციის ლიდერს პირდაპირ შეუძლია ჩაერთოს უცხოეთიდან და მიმართოს თავის მომხრეებს. ეს არის უდიდესი წარმატება, რომელიც წარმოუდგენელი იყო მიხეილ სააკაშვილის დროს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მას აქციის მიმდინარეობისთვის არ უყურებია, რადგან ბრიუსელში მისი გამოსვლის ტექსტს ამზადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები