პრემიერი აშშ-ში ჯოზებ ბაიდენმა მიიწვია

  საქართველოს პრემიერ – მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატსა და თეთრ სახლში.
“პრემიერი ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. ეს მოწვევა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულადმა დეკემბერში ჩამოიტანა, როდესაც ის თბილისში იმყოფებოდა. მას შემდეგ ეს ვიზიტი მზადდება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები