ლადო ჭანტურიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს – საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს სწრაფვას ევროპასა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ და გერმანიის ფედრაციის როლს ამ პროცესში. გერმანიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული დემოკრატიული ცვლილებები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და იმ გამოწვევებს დაეთმო, რომელიც საქართველოს შეთანხმების ხელმოწერამდე ელის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები