შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო (ვიდეო)

      შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ზ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დააკავეს.
შს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბესიკ ზ-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ბესიკ ზ-მ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ნარკოლოგიური შემოწმებისას მას ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RjpV9FytFL0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები