სამთავრობო დელეგაცია 22 თებერვალს აშშ-ში გაემგზავრება

  საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. პრემიერმა ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვლიდან 1 მარტამდე გაგრძელდება. “ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვიზიტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ჩვენ გვექნება მუშაობა და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ხელი შეეწყობა მის წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები