პრეზიდენტის სტუმრობის ფორმატზე დეპუტატები დღეს იმსჯელებენ

   საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის ფორმატზე დღეს დეპუტატები იმსჯელებენ,- ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმცირესობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ფორმატის საბოლოო ვარიანტი დღეს შეჯერდება.
“პრეზიდენტის გამოსვლა 21 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება. ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ პროცესებს ითვალისწინებს, თუ როგორ გაიმართება ფრაქციებისა და დეპუტატების გამოსვლა, ამ საკითხზე 20 თებერვალს ვიმსჯელებთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, ბოლომდე მოგვისმინოს და საჭიროების შემთხვევაში, დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების მიზნით მიწვეული არიან დიპლომატები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა თანამდებობის პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები