პარლამეტის შენობასთან ინციდენტი მოხდა

  პარლამენტის შენობასთან მცირე ინციდენტი მოხდა.
უცნობმა ქალბატონმა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია “არა ანექსიას“ გააპროტესტა.
მისი განცხადებით, მოსახლეობამ ხელისუფლებას უნდა აცალოს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დრო სჭირდება.
ამ განცხადებას ქალბატონსა და ტერიტორიაზე შეკრებილ აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
დაპირისპირება ამ დროისთვის ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ აქცია სახელწოდებით “არა ანექსიას“ 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები