თარგამაძე, უგულავა და ბოკერია გიორგი ახვლედიანმა “იმედის” ყოფილ ჟურნალისტებზე ზეწოლაში ამხილა

 „ყოფილი ხელისუფლება საოცარ ზეწოლას ახორციელებდა „იმედის“ ჟურნალისტებზე, მათ შორის ზეწოლა იყო არა მართო მათზე ვინც ტელევიზიის ბირთვს შევადგენდით არამედ არხის პრაქტიკანტებზეც კი. მათი მიზანი ტელევიზიის დაშლა დაშლა. წინა ხელისუფლებიდან გადაბირების პროცესში ყველაზე აქტიურად გივი თარგამაძე, გიგი უგულავა, კობა სუბელიანი და გიგა ბოკერია მონაწილეობდნენ“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
„ყოფილი ხელისუფლება საოცარ ზეწოლას ახორციელებდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე. გარკვეული მოსყიდვის მცდელობის, გადაბირების, ზეწოლის ობიექტები ვიყავით არა მხოლოდ ის ჟურნალისტები, რომლებიც ტელეკომპანიის ბირთვს წარმოვადგენდით, არამედ ზეწოლა ხორციელდებოდა „იმედის“ პრაქტიკანტებზეც კი. ზეწოლა ხორციელდებოდა რომ გადავსულიყავით სხვა ტელევიზიაში ან თუნდაც გადავსულიყავით რომელიმე სხვა ორგანიზაციაში და ამაში გვთავაზობდნენ უზარმაზარ ხელფასებს. ეს იყო ჩვენთვის ყოველდღიური რეჟიმი. ძალიან ბევრი მომხიბვლელი შემოთავაზება გაკეთდა ჩემი მისამართითაც. კონკრეტული მაღალჩინოსნები მიგზავნიდნენ პირადად მეც და სხვებსაც შემოთავაზებებს მათ შორის ყველაზე აქტიურად ამ პროცესში ჩართული იყვნენ გივი თარგამაძე, გიგი უგულავა, კობა სუბელიანი და გიგა ბოკერია. ეს პირები ხელისუფლებიდან ამ კუთხით ძალიან აქტიურობდნენ. მათი მიზანი ტელეკომპანია „იმედის“ დაშლა იყო”- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა “რეპირტიორის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მხრიდანაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა. მამაცაშვილმა აუდიომასალა მედიასაშუალებებს გადასცა. ექვსმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იმედი” 2007 წლის დეკემბერში დატოვა.
ჟურნალისტების მიუღებელი აღმოჩნდა ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა 26 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ, პრესკონფერენცია გამართეს და კოლეგებს თავიანთი განცხადების ტექსტი გააცნეს.
“სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარო მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია “იმედში” დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული. სწორედ ამიტომ ვტოვებთ ტელეკომპანია “იმედს”,- აღნიშნნული იყო განცხადებაში, რომლის სრული ტექსტი “ტელეიმედის” გადაცემა “დროების” პროდიუსერმა რუსუდან ცხომელიძემ წაიკითხა. ჟურნალისტებმა ითხოვეს, რომ მათ ნაბიჯს არ მიეცეს პოლიტიკური ინტერპრეტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები