მერია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ტყის დაცვის კვირეულს შეუერთდა

   ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ტყის დაცვის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 15-დან 23 ნოემბრამდე გასტანს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა, სამსახურების უფროსებმა და რაიონების გამგებლებმა წავკისში, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ტყის დაცვის კვირეული წავკისში, ხეების დარგვის აქციით გაიხსნა პროექტის საცდელ ნაკვეთზე, სადაც ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყის მასივების კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის ამაღლების მიზნით, მათი ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმაცია ხორციელდება. პროექტის მასპინძელია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი “კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემის მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.”
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის და თბილისის მერიის ერთობლივი კვირეულის ფარგლებში 5 000-მდე ნერგი დაირგვება.
„თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი„ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს, რომელიც, კვირეულის დასრულების შემდეგ, გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობას თბილისის მერიას გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები