“დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება“

  შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
მისი თქმით, დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ, როგორც მისთვის არის ცნობილი, გალეგაშვილმა ქალა-ტვინის ტრავმა წაქცევის შედეგად მიიღო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილი წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია.
არაოფიციალური ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი ნაცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები