„ნაციონალები“ ადამიანებს ტყეებში და სასაფლაოებზე კლავდნენ დღეს ჰყოფნით თავხედობა და აქციას მართავენ“

  „ყველა ის ადამაინი რომელიც დღეს მივა „ნაციონალების“ გასაპრავებლად, უნდა იცოდეს რომ ის იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელ პასუხისმგებლობასაც საქართველოს მოსახლეობა აკისრებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი 9 წლიანი მმართველობის გამო. ეს არის ქილერების პოლიტიკური ძალა, ამ პარტიის ხელმძღვანელები ავალებდნენ თავიან ქვემდგომებს ადამიანები ზღვაში დაეხრჩოთ, სასაფლაოზე ან ტყეში მოეკლათ. უამრავი ადამიანი ქრებოდა. ნაწილის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია“- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
ახვლედიანის განცცხადებით, პარლამენტთან „ნაციონალების „ მიერ დაგეგმილ აქციას აფხაზეთთან საერთო არაფერი აქვს. მისი განცხადებით, ისინი ამით მხოლოდ საკუთარი თავის რეანიმირებას და ძალების დემონსტრირებას ცდილობენ.
„ ამ აქციას აფხაზეთის პრობლემატიკასთან, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთანარ აქვს კავშირი. „ ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს როგორმე დენონსტრირება მოახდინოს რომ ისინი გამოვიდნენ რეანიმაციიდან. მათ ჰყოფნით თავხედობა ისაუბრონ აქციებზე და იმაზე რომ თუ საჭირო გახდება დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ინტერვიუებით პირდაპირ გვეუბნება იმას რომ ქვეყანა დროზე უნდა ჩაიგდოს ისევ ხელში. აქცია რომელიც შეფუთულია ვითომდა ანექსიის საწინააღმდეგოდ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ძალის დემონსტრირებას“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით საპროტესტო აქცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები