მარგველაშვილი და უსუფაშვილი “ღია საზოგადოების ფონდების” იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრებიან

  “ღია საზოგადოების ფონდების” ორგანიზაციის 20 წლის იუბილე დღეს გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი დაესწრებიან და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.
ასევე საიუბილეო გალა მიღებას ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსიც დაესწრება.
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ჯორჯ სოროსის ესე (essey) “ჩემი ფილანტროპია” გამოსცა, სადაც იგი საკუთარ საქმიანობაზე, ასევე პოლიტიკური პროცესების მიმართ ინტერესსზე საუბრობს.
ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში, ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. საიუბილეო ღონისძიებას ასევე ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობის და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დამფუძნებელი შეხვდება ფონდის საბჭოს წევრებს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები