რა ქონებას ფლობდა კახა ბენდუქიძე?

  კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე.
1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი,  ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ, ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.
2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდი.  იყო თბილისის თავისუფალიუნივერსიტეტისა და  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
კახა ბენდუქიძის  მეუღლე  არის  რუსი ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნატალია ზოლოტოვა, მათ 1999 წელს იქორწინეს.
ნატალია ზოლოტოვასთვის ეს მეორე ქორწინებაა.  მას წინა ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მისი პირველი მეუღლე გარდაცვლილია. ზოლოტოვა ჟურნალ VOUGE-ის რუსული გამოცემის თანამშრომელია. მანამდე ის ჟურნალ Домовой-ის მთავარ რედაქტორად მუშაობდა.
კახა ბენდუქიძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით,  ყოფილი მინისტრს აქვს 5 სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.
ბენდუქიძე ორ მიწის ნაკვეთს ფლობდა გრიგოლეთში, რომლის ღირებულებაც 2 515 000 დოლარს შეადგენს. ასევე, მიწის ნაკვეთს შეკვეთილშიც ფლობდა, რომლის ღირებულებაც 962 500 დოლარია.
რაც შეეხება მის ქონებას რუსეთში, ბენდუქიძეს მოსკოვში, გარიბალდის ქუჩაზე ორი სახლი ჰქონდა და მათი ღირებულება 810 000 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბენდუქიძის საბანკო ანგარიშებს, 2008 წლის დეკლარაციის მონაცემებით, მას როგორც რუსულ, ასევე ქართულ ბანკებშიც ჰქონდა  საკუთარი ანგარიში გახსნილი. რამდენიმე ანგარიში ჰქონდა “თიბისი ბანკში”, 85 დოლარი, 7791 ლარი და 19191 ევრო. Fორტის ბანკ,Nედერლანდსცჰე Bანკ- ში დეპოზიტზე 2 500 000 დოლარი ჰქონდა. 806720 მოქნილი ანაბარი ევროში და 144 438 დოლარი მიმდინარე ანგარიშზე. მოსკოვის სამრეწველო სავაჭრო ბანკში 5 571 რუბლი მიმდინარე ანგარიშზე, 3 361 დოლარი მოთხოვნამდე ანაბარზე, ასევე ამავე ანაბარზე ჰქონდა 165 ევრო. საბარათე ანგარიშზე კი ჰქონდა 18423 დოლარი. 307 576 დოლარი და 371474 ევრო HSBH-ში.
რაც შეეხება მის მონაწილეობას საწარმო საქმიანობაში, ყოფილ მინისტრს მითითებული აქვს, რომ ის იყო ჰოლდინგური კომპანია სამრეწველო ინვესტიციების აქციონერი, რომელიც კვიპროსზეა დარეგისტრირებული 2004 წელს. შპს ძირითადი ინვესტიციების პარტნიორი, დახურული სააქციო საზოგადოება არაპროფილურიაქტივები ინვესტიციები სმიში და დახურული სააქციო საზოგადოება სამრეწველო პროექტების აქციონერი.
2005 წელს კახა ბენდუქიძეს ქირავნობის ხელშეკრულებით გადაეცა დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია, რომლის ღირებულებაც 366 000 ლარს შეადგენდა.
ყოფილ მინისტრს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, მაგრამ მისი საკუთრება იყო ძვირადღირებული სასწავლებელი თავისუფალი უნივერსიტეტი, ასევე ვაკის საცურაო აუზი, რომელსაც ბენდუქიძის აუზს უწოდებენ. ამასთანავე კახა ბენდუქიძე ტელეკომპანია  “ტაბულაში წილის 10%-ის მფლობელი იყო.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებელი კახა ბენდუქიძე გუშინ 2014 წლის 13 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: “რეპორტიორი”

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები