“უსამა ბინ ლადენი სიკვდილის წინ ცოლის უკან იმალებოდა”

ტერორისტი უსამა ბინ ლადენი სახის არეში 3 გასროლით მოკლეს, სიკვდილის წინ ის ცოლის უკან იმალებოდა, – ამის შესახებ  ამერიკელმა ყოფილმა სპეცრაზმელმა რობ ონილმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის ჩემ წინ იდგა და ხელები საკუთარი ცოლის მხრებზე ეჭირა. ეს სახე ტელევიზორში ათასჯერ მქონდა ნანახი“, – ჰყვება რობ ონილი.
კითხვაზე თუ სად ესროლა ბინ ლადენს, სპეცრაზმელმა უპასუხა: „სახეში სამგზის“. მან უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, თქვა თუ არა რაიმე ბინ ლადენმა სიკვდილის წინ და ასევე აღნიშნა, რომ გასროლამდე არც მას უთქვამს არაფერი „ალ-ქაიდას“ ლიდერისთვის.
როგორც ონილი იხსენებს, როდესაც ისინი ბინ ლადენის თავშესაფარის მესამე სართულზე შეიჭრნენ, იქ რამდენიმე ქალი იმყოფებოდა. ამ ფაქტმა სამხედროები შეაშფოთა, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა მათ ასაფეთქებელი მოწყობილობის მქონე ქამარი ჰქონოდათ შემორტყმული, მაგრამ მათი შიში არ გამართლდა.
ონილი ირწმუნება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითონ ბინ ლადენს ჰქონდა სხეულზე დამაგრებული. ამერიკელი სამხედროს თქმით, ოპერაციისას თავშესაფარში მყოფი ყველა ქალი ცოცხალი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები