„ალ-ქაიდა“ და „ისლამური ხალიფატი“ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდა

ტერორისტული დაჯგუფებები „ისლამური ხალიფატი“ და „ალ-ქაიდა“ სირიაში თავიანთი ოპონენტების წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის და ადგილობრივი ამბოხებულების ერთ-ერთი მეთაურის ინფორმაციით, „ხალიფატის“ და „ალ-ქაიდას“ საიდუმლო შეხვედრა 2 ნოემბერს, ალეპოს დასავლეთით ქალაქ ატარებში გაიმართა. საიდუმლო შეხვედრაზე ორივე მხარის წარმომადგენლები ურთიერთდაპირისპირების შეწყვეტას და საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ღამით გამართული შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Associated Press-ს აღნიშნული ინფორმაცია სხვა წყარომაც დაუდასტურა, რომელიც საკუთარ თავს სამხედრო მეთაურ აბუ მუსაფერად მოიხსენიებს. ზემოთხსენებული პიროვნება ადასტურებს „ხალიფატსა“ და „ალ-ქაიდას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას და ამატებს, რომ ორივე მხარე სირიის ჩრდილოეთ ორ რაიონში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდა, სადაც ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები