„გიგა, გივი და გიგი?“ – ვინ აშანტაჟებდა “იმედის” ჟურნალისტებს?
„რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა ჟურნალისტებს ის აუდიოჩანაწერები გადასცა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდებოდა 2007 წელს „ტელეიმედის” ჟურნალისტების გადაბირება და შანტაჟი. გიორგი მამაცაშვილი ჟურნალისტების გადაბირებისა და შანტაჟის მცდელობაში „ნაციონალური რეჟიმის” მაღალჩინოსნებს ამხელს – საუბარია გიგი უგულავაზე, გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძეზე. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში „იმედის” ჟურნალისტების საუბარი ისმის:
„პერსონა 1: უკაცრავდა რა, რეალობის ფარგლებში, არჩევნების მერე ღია გაქვთ თემა. მე ვასრულებ, მე ვაკეთებ ამას ზაზა რა..
პერსონა 2: ვისთან შეხვდებით-თქო?
პერსონა 1: მიშას გინდა შეგახვედრო?
პერსონა 2: მიშა იღებს გადაწყვეტილებას?
პერსონა 1: არ იღებს მარტო მიშა ტო…
პერსონა 3: აბა ვინ გირეკავთ თქვენ?
პერსონა 1: ყველა, გივიც მირეკავს.
პერსონა 3: ვინ? გიგა, გივი და გიგი?
პერსონა 1: სულ ყველა ერთად.
პერსონა 3: ვინც არის მთავარი, იმათ შევხვდეთ რა.
პერსონა 4: ეგენი არიან, ეგ სამი ადამიანი.
პერსონა 3: შევხვდეთ მაშინ მაგ სამ ადამიანს.
პერსონა 2: და პავლე კუბლაშვილი”.
წყარო: “რეპორტიორი”