„ეგ 300 ათასი თქვენია, მოკიდებთ ხელს და გაიყოფთ ხუთივე,“ – სკანდალური აუდიოჩანაწერი

  „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტებს ის აუდიოჩანაწერები მიაწოდა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდებოდა 2007 წელს „ტელეიმედის” ჟურნალისტების გადაბირება და შანტაჟი. მამაცაშვილის თქმით, ჩანაწერში საუბარია  200 ათას ამერიკულ დოლარზე,  რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კეკელიძის  ანგარიშზე. ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარია:

პერსონა  1: გივის ახლობელია,  რაღაც კითხვები გაუჩნდათ.

პერსონა  2: რაღაც პატარა გაუგებრობაა, ამათაც აინტერესებთ, თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ, ვიცი ვინც ხართ, საერთო ახლობელზე მერე ვილაპარაკოთ. მოკლედ, ჩემს ნათესავს და თქვენთან მდგომს 200 ათასი დაუსვეს ანგარიშზე… ეხლა უყურე როგორი ლაპრაკი გაიჩითა? რომ ვითომ ვინც მოგცა ფული,  არ მინდა იმ სახელის თქმა რა, (ღმერთი არ გაგიწყრეთ არ იწერდეთ ლაპარაკს, მამაო არ ვარ, რომ შეგინდოთ,) ვითომ იმან და შენ მაგ ფულის მითვისება მოინდომეთ. სიმართლე უნდა ითქვას, თქვენ თავიდან ფულის აღებაზე უარზე იყავით.

პერსონა 3: ახლაც უარზე ვართ.

პერსონა 2: ფულის არგამორთმევა არ არსებობდა ისე იყო მიწოდებული ეგ ფული.

პერსონა 3: იქ სხვა ამბავი იყო. იყო ლაპარაკი, რომ გივის უნდოდა, ჩვენ სარჩელი შეგვეტანა ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ.

პერსონა 2: ეგ რა შუაშია, ფული ხომ მოგეცით? 100 ათასი ქეშად მოგცა და 200 დაგისვა ანგარიშზე, ეგ ფული მარტო შენ კი არა, თქვენ ხუთივეს მოგცა. მოკლედ, ეგ ფული თქვენია, მოკიდებთ ხელს და გაიყოფთ ხუთივე. ყველას ოჯახები გყავთ აიღეთ ფული და იმუშავეთ რა, ყველაფერს გაგიკეთებენ.

პერსონა 3: გივი მოვიდეს დაგველაპარაკოს.

პერსონა 2: გივი არსად არ მოვა, დაგირეკავთ და გეტყვით. ხუთი ხართ, ხუთზე გაიყოფა ეს 300 ათასი დღესვე. რაც ქეშად არის 100 ათასი, იმას გაყოფთ ოც-ოცად და დანარჩენი ანგარიშებზე.

პერსონა 3: მე მაგ ფულის არსებობაც არ ვიცოდი ჩვენზე თუ იყო მოცემული. გივის თვალებში შევხედავ და მითხრას რა… აქ რაღაც გასარკვევია და დავილაპარაკოთ. ის ფული დევს ანგარიშზე და ხელი არავის უხლია.

პერსონა 2: მოკლედ, მე ვარ ლიზის ახლობელი, ნათესავი, თუ თქვენთან რაღაც გაკეთდა, 80 % გაკეთდა ლიზისთვის და ლიზის მუშაობის გულისთვის რა.”

წყარო: “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები