„რამე რომ მოვუყვეთ, დაგვბრიდავენ“ – სკანდალური ჩანაწერი

  „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტებს ის აუდიოჩანაწერები გადასცა, რომელშიც ისმის, თუ როგორ ხდებოდა 2007 წელს „ტელეიმედის” ჟურნალისტების გადაბირება და შანტაჟი. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში  „იმედის” ჟურნალისტების საუბარია:
„პერსონა1: ოღონდ ყველაფერი მოვუყვეთ რა გოგი, რამხელა ჭიდაობა დაგვჭირდა.

პერსონა 2: რამე რომ მოვუყვეთ, დაგვბრიდავენ.

პერსონა 1: მერე სანაცვლოდ რამე ვქნათ.

პერსონა 2: სანაცვლოს ვერ ვიზამთ, ეს გავაკეთოთ.

პერსონა 1: კაი.

პერსონა 2:  მე გეუბნებით, თუ მენდობით, ამ ბაზარზე ყვარყვარესავით ვარ რა, შევარდნაძე იყო – ვიყავი, ესენი იყვნენ – ვიყავი, ისინი მოვლენ -ვარ.  არ შეიძლება ჭიდაობა არცერთ მთავრობასთან, ეს არის ბიზნესის აქსიომა, ვინც ჭიდაობს, ჭიდაობს რაღაცის გულისთვის.”

წყარო: “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები