„იმედის“ ჟურნალისტების შანტაჟი – სკანდალური აუდიოჩანაწერი

   „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ის აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც ისმის, თუ როგორ ხდებოდა 2007 წელს „ტელეიმედის” ჟურნალისტების გადაბირება და შანტაჟი. გიორგი მამაცაშვილის თქმით, ჩანაწერში საუბარია  200 ათას ამერიკულ დოლარზე,  რომელიც გივი თარგამაძის დავალებით  ვინმე კეკელიძის  ანგარიშზე გადაირიცხა.
დიალოგი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერში:
„პერსონა 1:  ეგ ტექსტი თქვა რა, გაირკვაო, გივიმ ამოქექაო, ნახაო, გაიხსენაო. კეზერამ დაჟე, რაც ეს ყოფილა საქმეში გარეული. ზაზას უთქვამს, მე გავუნაწილებ მაგ ხალხს ფულსო 50 ერთხელ აიღო თვეში, 50 – მეორედ და მერე დაუსვეს ვიღაც კახა კეკელიძეს ანგარიშზე ეგ ფულიო და როგორღაც უნდა გაყოფილიყო. დაჟე  ტექსტი იყო ისეთი, ჩვენ მაშინ რომ ვბაზრობდით, რომ ვფიქრობდით, რომ რუსიკოს ვაფშე არ უნდა აეღოვო, იმიტომ რომ მაგის ქმარს რაღაცები გაუკეთესო, და ლიზის უფრო ნაკლები უნდა აეღოვო, ეს ტექსტი საიდან ტო მაგათ? ამიხსენი…
პერსონა 2: რა უნდა აეღოვო?

პერსონა 1: ეს ფული.

პერსონა 3: ხო რა, ის ბაზარი დაბრუნდა.

პერსონა 1: ზუსტად ის ბაზარი დაბრუნდა. ჩვენ სამნი რომ ვლაპარაკობდით.

პერსონა 2: ეგ ტელეფონში გელაპარაკეთ ტო…
პერსონა 1: ეს ტიპები იყვნენ ასე გარკვეულნი. გივის აწვებოდნენ.. ტიპები იყვნენ გამო********ები, ფული აიღეს და კიდე რეებზე გვევაჭრებიანო, გაგიჟებულები ყოფილან თურმე.”

წყარო: “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები