„დიდი ოცეულის“ სამიტის სტუმრები „პუტინის ბურგერს“ დააგემოვნებენ

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, სადაც 15-16 ნოემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართება, სტუმრებს რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტების სახელებთან დაკავშირებულ თემატურ მენიუს შესთავაზებენ. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
კერძოდ, ერთ-ერთი ადგილობრივი სასადილოს სტუმრებს ვლადიმერ პუტინის საპატივცემულოდ – ბურგერ The Big Bad Vlad-ს („დიდი ბოროტი ვლადი“) შესთავაზებენ. მენიუს მიხედვით, „პუტინის ბურგერი“ „საპრეზიდენტო ქათმის მკერდისგან“, „ბეკონის დაუნდობელი ნაჭრებისგან“ და „ყველის რეპრესიული ნატეხებისგან“ შედგება. კიდევ ერთ „პაბში“ სტუმრებს ობამას საპატივცემულოდ მომზდებულ ბურგერს შესთავაზებენ. „ობამარამა ბურგერი“ და ანანასის კოქტეილი „დიდი ო“ საღამოს საფირმო შეთავაზება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები