ნიღბიანმა პირებმა პოროშენკოს ადმინისტრაციის ღობის გადახერხვა სცადეს

კიევში რამდენიმე ათეულმა ნიღბიანმა აქტივისტმა პოროშენკოს ადმინისტრაციის ღობის გადახერხვა სცადეს. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება. აქტივისტებს სამართალდამცავებმა შეუშალეს ხელი. ინციდენტის დროს მილიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 50-მა ადამიანმა მიიღო. აქტივისტების თქმით, აქცია „მაიდანის თვითთავდაცვის“ და „ნარნიის მეომრების“ მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები