დონეცკის აეროპორტის შტურმის შედეგად მოკლული და დაჭრილია 20 „ბოევიკი“

დონეცკის აეროპორტის შტურმის შედგად მოკლულია 10 „ბოევიკი“ და ასევე 10-ია დაჭრილი. ამის შესახებ ტერორისტებმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადეს. გარდა ამისა, „ბოევიკებმა“ აღნიშნეს, რომ ქალაქ ავდეევკას დაპყრობა არარეალურია.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკებმა“ ავდეევკის საცხოვრებელ კვარტალს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილია 7 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ავდეევკის მოსახლეობა სეპარატისტებს მხარს თავიდანვე არ უჭერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები