C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის ფარგლებში მომავალი წლიდან ახალი მედიკამენტი “სოფუსბუვირ” შემოვა

 

    ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის ფარგლებში, საქართველოში მომავალი წლიდან ახალი მედიკამენტი “სოფუსბუვირი” გამოჩნდება. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, მედიკამენტის ფასის თანხა არ დააკონკრეტა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მომავალი წლიდან მოხდება C ჰეპატიტის სახელმწიფოსთან ერთად თანადაფინანსებით დიაგნოსტიკაც.
პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეხმარება.
“სტრატეგიული პროგრამის ძირითადი დაფინანსება გაკეთებულია ამერიკული მხარის მიერ. ჩვენი ქვეყნის ფინანსური მონაწილეობა მედიკამენტის შემოტანა-განაწილება-მომარაგების უზრუნველყოფა იქნება “, – აღნიშნა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მომავალი წლის დასაწყისში მოეწერება ხელი.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, დეტალური ინფორმაცია პროექტის ხარჯთაღრცხვის შესახებ სწორედ ამ დროისთვის იქნება ცნობილი. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები