ქედაში დაღუპული მამაკაცი "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელია
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელი 25 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, -ამის შესახებ „კვირას“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ დვალიშვილმა განუცხადა. დვალიშვილის განცხადებით, მამაკაცი ბოძიდან გადმოვარდა, თუმცა, ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, ეს დენის დარტყმამ გამოიწვია, თუ ფეხის დაცურებამ. მისივე თქმით, საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია და დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.