„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა კაცი ტოვებს აქაურობას“
საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა კაცი ქვეყანას ტოვებს.
„კახა ბენდუქიძეს სულ ერთხელ შევხვდი, ვერ ვიტყვი, რომ ვიცნობდი. არც მის შეხედულებებს ვიზიარებდი, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დაუპირისპირდნენ სისტემას და საკუთარი შეხედულებების და ღირებულებებისათვის იბრძოლონ, თუნდაც ამისთვის ისინი საზოგადოებამ შეაჩვენოს და ხატზე გადასცეს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა კაცი ტოვებს აქაურობას“, – წერს თინა ხიდაშელი.