კახა კალაძე უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

  საქართველოს ვიცე-პრემიერი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება უმოკლეს ვადებში მოახერხებს სისხლიანი დაპირისპირების შეჩერებას.
„საქართველოში განწყობა და გულისტკივილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ცალსახაა და უცვლელი: ის, რაც ხდება დღეს კიევის და სხვა ქალაქების ქუჩებში, არის უმძიმესი საყურებელი… ჩვენ – საქართველოს მოსახლეობას უდიდესი სითბო და სიყვარული, ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს უკრაინასთან, მათი ტკივილი ისევე გვტკივა, როგორც საკუთარი! იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაც აქვს პოლიტიკური რესურსი და საშუალება, მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რათა შეწყდეს სისხლისღვრა, დაძლეულ იქნას კრიზისი, პროცესები პოლიტიკური დიალოგის კალაპოტში გადავიდეს და ქვეყანაში აღდგეს უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრების რიტმი. ყველანი ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად უკრაინელ ხალხს… ვუსამძიმრებთ კიევში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს… იმედია უკრაინის ხელისუფლება შეისმენს მთელი დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას და უმოკლეს ვადებში მოახერხებს ამ სისხლიანი დაპირისპირების შეჩერებას. გვჯერა, რომ ეს ლამაზი ქვეყანა სულ მალე დაუბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს“!- აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები