კრუიზის დროს ლაინერზე დამლაგებელმა ქალი გააუპატიურა
ამერიკული კრუიზის დროს ლაინერის ინდონეზიელ დამლაგებელს ბრალი 31 წლის აშშ-ის მგზავრის გაუპატიურებასა და მკვლელობის მცდელობაში ედება. “ეფ-ბი-აიმ” უკვე დააკავა 28 წლის კეტუტ პუდჯაიასი. დაკითხვაზე მამაკაცმა თავის მართლების მიზნით განაცხადა, რომ ქალბატონი მას უპატივცემულოდ ექცეოდა. ამიტომაც დაესხა თავს. კეტუტის თქმით, როდესაც ის ქალბატონის ოთახის დასალაგებლად მივიდა, იგი გააღიზიანა მისმა უცენზურო სიტყვებით მიმართვამ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალბატონი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სასტიკად სცემა. ბოლოს ის ქალბატონის აივნიდან გადაგდებასაც შეეცადა. ამ დროს კარზე სხვა მგზავრმა დააკაკუნა. მამაკაცი აივნიდან აივანზე გადასვლით მიიმალა, მაგრამ იგი მაინც დააკავეს. დაზარალებული მგზავრი კი ვერტმფრენით ამერიკაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კრუის “Holland America Line”-ის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს მომხდართან დაკავშირებით.