კიევში კანადის საელჩო დაიხურა

  კიევში კანადის საელჩო გაურკვეველი დროით დაიხურა, ამის შესახებ “იტარ-ტასი” იუწყება. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ოლეგ ტატაროვმა კანადის საელჩოში უცნობი პირების შეჭრის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, უცნობი პირები საელჩოში ჯოხებით შეიჭრნენ, სადაც გაანადგურეს ინვენტარი და საელჩოს თანამშრომლებზე სხეულის დაზიანებების მიყენებას ცდილობდნენ. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ედამ ხოჯმა კი განაცხადა, რომ კანადის ხელისუფლებას დემონსტრანტთა ჯგუფისადმი პრეტენზიები არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები